Friday, November 1, 2013

ტრენინგის მესამე დღე  დატვირთული იყო. საინტერესო არმოჩნდა გავცნობოდი 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევებს. სტანდარტის შესაბამისი მიზნების დაკავშირება არც ისე დიდი სირთულეა, თუმცა ჩემთვის  რთული აღმოჩნდა საკვანძო კითხვების დასმა პროექტის გეგმის შედგენისას.

Friday, October 25, 2013

ტრენინგის მეორე დღე საინტერესო იყო.  განვიხილეთ  პროექტის რამდენიმე ნიმუში.  გავეცანით პროექტის გეგმას.  ვცადე  ჩემი პროექტი იდეის მონახაზი  გეგმის სახით ჩამეწერა. განსაკუთრებით საინტერესო იყო გაზეთებისა და ბუკლეტების შექმნა, რამაც ძალიან გაიტაცა ტრენინგის თითოეული მონაწილე. თუმცა პროექტით სწავლება, ვფიქრობ, საკმაოდ რთულად დასაგეგმი და განსახორციელებელია.

Saturday, October 19, 2013


პროექტებით სწავლება
 ტრენინგის პირველი დღე საინტერესო და დატვირთული იყო. ვფიქრობ, პროექტებით სწავლება საინტერესოს გახდის სასწავლო პროცესს და რაც მთავარია მოსწავლეები დაეუფლებიან 21 საუკუნის უნარ-ჩვევებს.
ძალიან მინდა ეფექტურად შევძლო ბლოგის გამოყენება და ამ ტრენინგის დასრულებისთანავე არ შევწყვიტო მისი გამოყენება.